ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე: ჩვენი ეკლესია უსაზღვრო ფანატიზმთან ერთად, დონატიზმის მწვალებლობაში ვარდება

მე გეტყვით, რას აკეთებს ახლა ჩვენი ეკლესია. მეოთხე საუკუნეში იყო ასეთი მოვლენა - ძალადმოწამეები. ქრისტიანებმა რომ გაიგეს, რომ მოწამეების გვირგვინი დიდია უფლის მიმართ, თვითონ მიდიოდნენ რომაელ ჯარისკაცებთან, სხვა წარმართებთან, სხვა შეიარაღებულებთან და იწვევდნენ, ლანძღავდნენ და ეუბნებოდნენ - აი, მე ქრისტიანი ვარ, მომკალით - რომ მოეკლათ იმათ.

ეკლესიამ დაგმო ეს პრაქტიკა, ძალადმოწამეობის, რომ სპეციალურად მოეკვლევინებინა ვინმეს თავი. დონატისტები აკეთებენ ამას, ესეთი ერეტიკული მიმდინარეობა, მწვალებლური და ასევე რამდენიმე მართლმადიდებელი ქრისტიანების და ეს დაგმო ელვირის ადგილობრივმა კრებამ, ეს დაგმო მენსერიუსმა, კართაგენის ეპისკოპოსმა მეოთხე საუკუნეში და ეკლესიის უდიდესმა მამამ, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. აი, ჩვენი ეკლესია მთელ სხვა უბედურებასთან ერთად და უსაზღვრო ფანატიზმთან ერთად, ვარდება დონატიზმის მწვალებლობაში

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, მთავარი არხის ეთერში საუბრობს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე ეკლესიისა და მღვდელმთავრების ქმედებების ფონზე.

კომენტარები