ეკლესია და კორონავირუსი

კობახიძე: ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, ვინ მივიდა რიტუალზე?!

მრევლი არის ზომბირებული ამ შხამით, ანტიქრისტიანული შხამით, რომელსაც ეკლესია უდებს და  დედებს და მამებს საკუთარი შვილები მიჰყავთ სასიკვდილო საფრთხემდე. ისინი რომ ნორმალურად აზროვნებდნენ, ამას ხო არ გააკეთებდნენ?! მზე და მთვარე ამოსდით საკუთარ შვილებზე. იმ მღვდლებმა, ვისაც ეს ესმის, აუცილებლად ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და თვითონ დაკეტონ ეკლესიები.

​ეს რიტუალები - კოვზი, ლოცვები, ხატზე მთხვევა და სხვა რიტუალები ქრისტეს არ სჭირდება, ქრისტეს გული ტკივა, რომ ჩვენ ამ დღეში ვართ, არის საფრთხე და მაინც ვუსრულებთ რიტუალებს. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, აბა შენ მოხვედი რიტუალზე? შენ ეს გამიკეთე? ვინც ოდნავ ქრისტეს იცნობს, შეიძლება, რომ მასზე ეს წარმოიდგინოს?

თეოლოგი ბასილ კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში ეკლესიებში შეკრების გამო კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს.

კომენტარები