კორონავირუსი და ეკლესია

ბასილ კობახიძე: ნაძირალა სუბარმა იცის, რა სიბნელეშია ეკლესია და ამბობს, დისტანციას იცავენო

ხელისუფლება უბრალოდ ლოყებს ბერავს, დემაგოგობს, ვითომ აბოხებს ხმას, როცა არის "ჩასვრილი", ამ პანდემიის დროს ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას. გამოდიან ეს მინისტრები, რაღაც სისულელეს ლაპარაკობენ, ჟურნალისტები ნახეს დაბალი ღობე და იმათ ეაგრესიულებიან. ვერაფერი ვერ მოილაპარაკეს, შს მინისტრის მოადგილე საბანაძე ამბობდა რაღაც ტერმინებს - ჩვენ ტრანზაქციები გვაქვს საპატრიარქოსთან, არც იცის ტერმინები. ასე უნდა იქცეოდეს პანდემიის დროს შსს?! მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შხამით მოწამლულია ყველა, პოლიციაც მოწამლულია, არ დაემორჩილება პოლიცია, ჯარი არ დაემორჩილება, ამისიც ეშინია ხელისუფლებას...

ესეთი ურჩხული რომ არის საქართველოს ეკლესია, არის შევარდნაძის დამსახურებაც, ლომის წვლილი მიუძღვის სააკაშვილს, ამათ ხომ საერთოდ ლომის წვლილი და ახლა ამ პანდემიის დროს მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო არ არის და ვერ ზრუნავს ხალხზე...

ერთი ადამიანი უნდა დავასახელო, ეს ადამიანი არის ხელისუფლებაში, პირდაპირ ეთერში უნდა ვუწოდო ნაძირალა, მაგან ჩემზე უკეთ იცის, რა სიბნელეშია საპატრიარქო. სოზარ სუბარი, რომელმაც განაცხადა, რომ გუბერნატორები მიპატაკებენ, რომ ძალიან კარგად იცავენ დისტანციასო ეკლესიებში, ასე შეიძლება?!

ამით უნთებს მწვანე შუქს, რომ არაფერი დიდი არ არის და მრევლიც მიდის, არც ინფექციონისტები სცემენ განგაშის ზარებს, არც ხელისუფლება... იქ დისტანციას იცავენ, ჯვარს წმენდენ, ერთი კოვზით ხო არ დაინფიცირდები, ჯადოსნობა და მაგიაა იქ... 

თეოლოგი ბასილ კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს ხელისუფლების ქმედებებზე ეკლესიასთან მიმართებით.

კომენტარები