კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: საქართველოში წარმოებული პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს Covid 19-სგან

ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადეზე, რომელიც მე მიკეთია... მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ, მოსახლეობას ვეუბნები - ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე, covid 19-ისგან, ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ამიტომ, მოსახლეობას ვეუბნები მე - ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

კომენტარები