კორონავირუსი საქართველოში

პაპაშვილი: ღვთის კაცია უწმინდესი, მივუჩოჩდეთ მუხლებთან და რასაც დაგვარიგებს, ისე მოვიქცეთ

უფრო სულიერი მხნეობისკენ თუ მოვუწოდებ ხალხს. მე უფრო ქალბატონი მარინა ეზუგბაიას "მეგობარი" ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ძალისხმევები ერთია და უფლის ნება სხვა არის. ამდენად, როგორც ქალბატონი მარინა ბრძანებს, როგორც ჩვენი უწმინდესი გადაწყვეტს და მოგვიწოდებს, უნდა მივყვეთ მას. ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოწოდება და თხოვნა იქნება ჩემი, რომ ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, ღვთის წყალობით და უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან მას, მოვუსმინოთ და რასაც დაგვარიგებს, ისე მოვიქცეთ. 

ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში კორონავირუსის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის გზებზე მიმდინარე წლის 6 აპრილს ისაუბრა.

კომენტარები