ეკლესია და კორონავირუსი

ეპისკოპოსი იაკობი: ეს პანდემია არის ჩვენზე მოწეული რისხვა არასწორი ცხოვრებისთვის

უნდა დაგვაცადონ, რომ აქ იქნება, თუ სხვა ტაძრებში, წესრიგზე ვიზრუნოთ. ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს ან იმას? შეხედეთ, რამდენი დროს გავიდა, 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან რომ უნდათ ხოლმე, კლასტერი ეკლესიიდან იყოს, ვინმეს გადადებია აქედან?!

ჩვენი ეკლესია აკეთებს ძალიან სწორს, ღვთისმსახურებებს რომ არ ცვლის, არავის არ ვეძახით მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ... თუ მოვიდა კაცი, უნდა მიიღო, თუ არ მოდის, დღეს არავის არ ვეძახით.

მე ვფიქრობ, რომ ეს პანდემია არის განსაცდელი, რისხვა, სხვა რა არის?! ვიაზროვნოთ, რისხვა სხვა რა არის? ეს არის ჩვენზე მოწეული რისხვა არასწორი ცხოვრებისთვის. 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კორონავირუსის პანდემიისა და ეკლესიის შესახებ.

კომენტარები