ეკლესია და კორონავირუსი

მიტროპოლიტი გრიგოლი სააღდგომო წირვაზე: მე ადამიანს კანონის დარღვევისკენ ვერ მოვუწოდებ

როგორ შეიძლება მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს. ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო. იესო ქრისტე ამბობს, მეუფება ჩემი არა ამსოფლიურ არსო და ამ სოფელში კეისრის ხელისუფლება არის და თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მე პირადად ვერ მოვუწოდებ ადამიანს კანონის დარღვევისკენ, თუ ეს კანონი არანაირად არ ეხება მიზანდასახულად ღმერთის წინაშე გალაშქრებას

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე. დღეს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის წინა ღამე პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

კომენტარები