კორონავირუსი და ეკონომიკა

ნათელაშვილი: ვერავითარი პანდემოლოგია, ვირუსოლოგია და კორონიზაცია "ოცნებას" ვერ უშველის

გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გადაიქცა საგანგებო შიმშილის ვითარებად. ამიტომ, თუ ხელისუფლება მოინდომებს დღეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარანტინში შეკეტილი ყოველი ოჯახი მიიღებს 1000 ლარიან კომპენსაცია, თუ მოხდება კომენდანტის საათის გაუქმება და თუ ამუშავდება მაღაზიები, აგრარული ბაზრები, წვრილი და საშუალო ბიზნესი. 

"ოცნება" ნურც იოცნებებს, რომ ეპიდემიის მოტივაციით მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებათა ბლოკირებას და გადადებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. მათი ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი ხალხის გულებში გადაწყვეტილია და ვერავითარი პანდემოლოგია, ვირუსოლოგია და კორონიზაცია მათ ვერ უშველით. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გახანგრძლივებაზე, რისი ვადაც 21 აპრილს იწურება.

კომენტარები