კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი ანდრია: ზიარება არ არის გარანტია, რომ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები

ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმის, რომ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება, ადრე თუ გვიან. მთავარი არის და სტრატეგია ეს არის ჯანდაცვის სისტემისაც, სახელმწიფოსიც და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ სუყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ. ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა და თან ვმსახურობთ

პატრიარქის პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსზე.

კომენტარები