კორონავირუსი და ეკლესია

გამყრელიძე: საქართველოს ეკლესია ხელს უწყობს ერის განვითარებას, ჯანმრთელობას, განათლებას

[აღდგომასთან დაკავშირებით] მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე მაღალრეიტინგული და საუკუნეების განმავლობაში ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელმაც გამოაიარა ათასწლეულები და ის მხოლოდ ხელს უწყობს და უწყობდა ერის განვითარებას, ჯანმრთელობას, განათლებას.

ამიტომ, ეს ორი კვირა ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სასაფლაოებზე.

კონსულტაციები საპატრიარქოსთან პირველი პირების მღვდელმთავრების ჩართვით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მე დარწმუნებული ვარ, ის ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართმომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების.

მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაციამ რასაც სახელმწიფო იძლევა - გვაქვს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კანონით გამოცხადებული. ჩვენ ვიბრძოდით დიდხანს, რომ ყოფილიყო სამართლებრივი ქვეყანა, სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესი კანონია, ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია, ამიტომ კანონი უნდა იყოს დაცული ყოველთვის და განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი-სამი კვირა და ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პანდემიაზე. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას ჩვეულებრივ აპირებს.

კომენტარები