კორონავირუსი

ბოკერია: ვისი შეგნების იმედზეც შეიძლება ვიყოთ, იმათ არ სჭირდებათ მთავრობის შეზღუდვები

ყველაზე დიდ რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში მთავრობამ თავიდანვე, საგანგებო მდგომარეობის მიღებისთანავე გაუშვა გზავნილი, რომ ამ რელიგიურ ორგანიზაციაზე შესაძლოა კი არა, "ნუ, მამენტ" არ ვრცელდება ეს შეზღუდვები, რაც არის სრული აბსურდი.

ანუ, კანონმორჩილ მოქალაქეს ზღუდავ მხოლოდ? დღეს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ჩვენი მოქალაქეების შეგნების იმედზე უნდა ვიყოთო. ვისი შეგნების იმედზეც შეიძლება ვიყოთ, იმათ არ სჭირდებათ მთავრობის და პრემიერმინისტრის შეზღუდვები, ისინი შეგნებულები არიან. ვისაც განსხვავებული, თუნდაც მათთვის ლეგიტიმური, ჩემთვის მიუღებელი მრწამსი აქვს, მე ვგულისხმობ იმათ, ვისაც სჯერათ, რომ არ გადადის დაავადებები რელიგიური რიტუალის დროს - ასეთი არ არის მთელი მრევლი, რაღაც ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ... ვინც არ ემორჩილება [შეზღუდვებს], იქ არის მთავრობა საჭირო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ეკლესიები წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში ატარებენ, უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც. საპატრიარქო საქართველოს კანონს არ ემორჩილება და პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელება საეკლესიო დღესასწაულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები