კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი ლომიძე: ვისაც ქრისტიანობა სახარებისეულად არ უსწავლიათ, უდიდეს დაბრკოლებად იქცნენ

მამაჩემი, როცა ბავშვები ვიყავით, სულ გვიჩიჩინებდა და გვეუბნებოდა: ახლა უნდა მოასწროთ, ახლა უნდა იკითხოთ წიგნები და ისწავლოთ ყველაფერი, თორემ ის მნიშვნელოვანი მომენტი რომ დაგიდგებათ ცხოვრებაში და ცოდნა დაგჭირდებათ, მერე ვეღარ გამოიქცევით უკან და დაიწყებთ გაცდენილის სწავლასო. აი, ეგ მომენტი დაუდგა სწორედ ჩვენს ეკლესიას და ხალხს. სწორედ ეს, ცრურწმენაზე, პრიმიტიულ "სასწაულებზე" და ცაზე გამოსახულ "რელიგიურ" ნახატებზე გაზრდილი მორწმუნეები, რომელთაც ამდენი წელია ქრისტიანობა სახარებისეულად და წიგნიერად არ უსწავლიათ, გადაიქცნენ უდიდეს დაბრკოლებად თავად ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. უნდა ვაღიაროთ, რომ თვით სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ქყვეყნის განვითარებას. ეს უპირველესად ისევ ჩვენი, ეკლესიის ბრალია. ახლა, ამ განსაცდელისას შეუძლებელია მოვასწროთ ყველა გაცდენილის სწავლა და კანონის მორჩილებაც, სამწუხაროდ, ბევრს არ გააჩნია. რაც დავთესეთ, იმას ვიმკით!

დეკანოზი თამაზ ლომიძე კორონავირუსის გავრცელების საფრთხოს ფონზე ეკლესიის ქმედებების შესახებ.

კომენტარები