კორონავირუსი და ეკლესია

წულუკიანი: აღდგომის ღამეს ტაძარში უნდა იყვნენ სასულიერო პირები და მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე

მე არ მივდივარ ტაძარში და რატომ არ მივდივარ - პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, ეკლესია კი, ტაძრებს თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არ და ვერ დაკეტავდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაძარი უნდა გაივსოს, ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ამ აფეთქების თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, დიდმა, პატარამ ყოველ დღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ, ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება.

ღია ტაძარში ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო, ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ, თუ იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპიდემიოლოგიური და სანიტარული კატასტროფის წინაშე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში, კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევლინება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს.

კომენტარები