კორონავირუსი და რელიგია

სოლოღაშვილი: ყველა ქართველში არის უფალი და ყველას შეგვიძლია, ჩვენს გულში ვიზეიმოთ აღდგომა

აუცილებელია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, ყველას გვაინტერესებდეს მხოლოდ ერთი რამ - როგორმე შევაჩეროთ კოვიდ 19 და ჩვენი პირადი სოციალური პასუხისმგებლობით ყველანი ჩართული ვიყოთ დავებრძოლოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენც ვართ იგივე საზოგადოება, ჩვენი შვილები ჩვენ გარეშე მეცადინეობენ, ჩვენ გარეშე არიან სახლშო. ეკლესიაა, წირვა თუ ლოცვა, ჩვენც იგივე მრევლი ვართ და იგივე მაზიარებლები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის ჩვენ გარეშე, იმიტომ, რომ ვდგავართ ეპიდემიის ცენტრში და უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს.

ძალიან გთხოვთ, ყველამ ერთიანად ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი, როგორ დავიცვათ თავი დაქვეყანა იმ რისკებისგან, რაც ძალიან ახლოს არის და არ არის გამორიცხული, ჩვენივე საქციელით ძალიან მალე დავაჩქაროთ საკმაოდ ცუდი შედეგები.

იქნებ არც არის ამდენი გამეორება საჭირო, რადგან მართალია, მსოფლიომ თავისი გამოცდილება დაგვანახა, მაგრამ ქართველი მაინც სხვაა, ყველა ქართველში არის უფალი და ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ, ვიზეიმოთ ჩვენს გულში ეს დღესასწაული, დავიცვათ ის, რაც დასაცავია და არ გამოვრიცხავ, არც ამდენი გამეორება იყოს საჭირო ჩვენთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერის საქციელი ერთი სერიოზული მაგალითი იქნება მსოფლიო გამოცდილებისთვის და ჩვენ თავიდან ავირიდებთ იმ სერიოზულ რისკებს, რაც შეიძლება მოიტანოს ისეთმა ხალხმრავლობამ, რომელიც დიდ დღესასწაულებზე ხდება ხოლმე

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი TV პირველის ეთერში, აღდგომის ღამეზე. კორონავირუსის შიდა გავრცელების და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევლინება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს.

კომენტარები