ახალი კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტი ისაია: ვინც ეზიარება 2 კვირა თვითიზოლაციაში ამყოფონ თავი - ღირს ეს ზიარებად

ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით საერთო საეკლესიო კრების მიერ თუ არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასე ცალკეული ჩვენ ვერ მივიღებთ.

ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვითიზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი - ღირს ეს ზიარებად.

ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები