მიტროპოლიტი იოსები: ცოდვა არაა სახლში დარჩენა, მეც მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია

თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის. შეგიძლიათ, დარჩეთ სახლში, თუ რაიმე ისეთი დაავადებები გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით?! ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის. არ შემიძლია წირვა რომ არ ჩავატარო.

რომც დამემართოს კორონავირუსი რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება, ქუჩაში დამემართოს, სუპერმარკეტში ისეთი ამბებია, ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამემართოს ეს ვირუსი.

რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება არ დამემართება. ვაჟკაცობა, რომ მე ვირუსი არ დამემართება, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება, უფრო დაგემართოს. თავმდაბლობით მივიდეთ უფალთან და ვთხოვოთ - უფალო, შემაძლებინე აღდგომის ღამეს თაყვანი გცე და მოვიდე შენს წმინდა ტაძარში.

თუ ვერ მოხვალთ, არც ესაა პრობლემა. ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ, ეზიაროთ. მე ვერც იმას გეტყვით, არ მოხვიდეო, ვერც იმას გეტყვით მოდიო. თქვენი გადასაწყვეტია. მე აუცილებლად მოვალ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით მეც მეშინია, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია, ვინც გარდაიცვალა და ძალიან დიდი პრობლემებია მსოფლიოში. აშკარად, ეს ვირუსი შექმნილია სხვადასხვა მიზეზის გამო.

ამბობს ქადაგებისას შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები