იმნაძე: გვაქვს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, არაა ცოტა შემთხვევა

სამწუხაროდ დღეს ჩვენს საზოგადოებაში უკვე არის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ეს არაა ცოტა შემთხვევა.

ისინი ჩვენს გვედით არიან, შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ, ამიტომ უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება, ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში, უკვე წარმოადგენს საფრთხეს.

ამ ადამიანებმა არ იციან რომ დაავადებულები არიან, მაგრამ ისინი შეიძლება უკვე იყვნენ გადამდები ვირუსის. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ.

ადამიანებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომლებიც აუცილებელ სამსახურებში არიან, მაგრამ სახლში დაბრუნებისას უნდა მოერიდონ ოჯახის წევრებს.

ადამიანები უნდა მოერდონ სხვა ადამიანებს, ესაა სოციალური დისტანცირება. სხვა გზა არაა, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებოდ ჩანიშნული ბრიფინგის შემდეგ მოსახლეობას აფრთხილებს, კორონავირუსის გადადების საფრთხის გამო სახლში დარჩნენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები