ჯაღმაიძე: ბევრს მოვუწოდებთ, არ მოვიდეს ეკლესიაში, წელს გაფრთხილებებს ბევრი გაითვალისწინებს

ძალიან ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ეკლესიაში მოსვლისაგან. მე ჩემს მრევლს, ძალიან ბევრ ადამიანს ვურჩიე, რომ დარჩენილიყვნენ სახლში, ესაა ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად მოდის ეკლესიაში, წელიწადში ერთხელ და უხარიათ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა. ზოგი მათგანი წირვის დასრულებამდე არც კი რჩებოდა, ამიტომ მათ ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ ამ ღამეს უნდა შეიკავონ თავი მოსვლისაგან. გავაფრთხილეთ ის ხალხი, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს ან თავად არის რისკის ჯგუფში, ან სახლში ყავს ასაკოვანი ან ავადმყოფი ადამიანი, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავლობისგან, რომელიც ზოგადად არის ხოლმე.

წელს, ამ გაფრთხილებებს დარწმუნებული ვარ, მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს, მიიღებს თავის თავზე ყელაფერს, რაც მას ეკუთვნის, და შესაბამისად დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ექიმები იძლევიან.

როგორც დავაკვირდით ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ხდებოდა დაზუსტება და ახალი რეკომენდაციების დამატება. ჩვენ ვრჩებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში. ამიტომ, როდესაც ვაკეთებთ რაღაც დაზუსტებას, თუდაც რეკომენდაციის სახით, ეს ყოველთვის რჩება ოქმის ფარგლებში. იქ არის ლავირების საშუალება, არის საშუალება, რომ დამატებითი რეკომენდაციები გაიცეს, კიდევ უფრო გამკაცრდეს

თქვა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმადეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში. კორონავირუსის გამო მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქომ, მთავრობასთან შეთანხმებით, სააღდგომო ლიტურგიის მრევლის თანდასწრებით ჩატარება გადაწყვიტა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები