კორონავირუსი საქართველოში

ცერცაძე: გადაუჭარბებლად ვიტყვი, მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი

მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე TV პირველის ეთერში. კორონავირუსის შიდა გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღსრულდება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს. ეპიდემიოლოგები კი, მრევლს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიაში და სახლში ილოცონ. ისინი დაავადების გავრცელების პიკს მაისის პირველ ნახევარში, აღდგომის დღესასწაულიდან ორ კვირაში ელოდებიან.

კომენტარები