კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: გთხოვთ ყველას, დავრჩეთ სახლში, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე

გუშინ საღამოს ყველამ მოვისმინეთ, რომ ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები. ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება თითქოს აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს რომ არ გამყარდეს და შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს. 

გთხოვთ ყველას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში. ეს თითოეულ ჩვენგანს გვეხება. ჩვენი დაწესებულება დაახლოებით მე-3 თვეა, ასეთ მდგომარეობაში ვართ. დარჩით სახლშია იმიტომ, რომ მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მე-3 თვეა, ძირითადად ვცხოვრობთ ცენტრში - ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა.  

შეიძლება, ეს იყოს ძალიან რთული, დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე. ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი მომავალი.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

კომენტარები