კორონავირუსი და ეკლესია

სუბარი: სასურველია, ეკლესიებში ადამიანები არ მივიდნენ, სასულიერო პირებმა ჩაატარონ წირვა

რაც შეეხება აღდგომას და ზოგადად რელიგიკურ დღესასწაულებს, აქ მთავარი აკრძალვა და მოთხოვნაა, დავიცვათ სოციალური დისტანცია, თუ ვინმე მაინც  გადაწყვეტს ეკლესიებში წასვლას.

თუმცა, სასურველია, ეკლესიებში ადამიანები არ მივიდნენ, მივიდნენ სასულიერო პირები, მათ ჩაატარონ წირვა, მსახურება, გარდამოხსნა თუ ნებისმიერი მსახურება

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, TV იმედის ეთერში. კორონავირუსის შიდა გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღსრულდება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს. ეპიდემიოლოგები კი, მრევლს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიაში და სახლში ილოცონ. ისინი დაავადების გავრცელების პიკს მაისის პირველ ნახევარში, აღდგომის დღესასწაულიდან ორ კვირაში ელოდებიან.

კომენტარები