კორონავირუსი და ეკლესია

სუბარი: ინფექცია რომ არ ცნობს ათეისტს, სასულიერო პირს და მორწმუნეს, ეს კარგად გამოჩნდა

დღეს გამოაქვეყნდა 12 სასულიერო პირის და ეკლესიასთან დაკავშირებული ოცამდე ადამიანის, თეოლოგების მოწოდება, ძალიან კარგი მოწოდება და მადლობა მინდა, ვუთხრა მათ.

მათ პირდაპირ თქვეს - დღეს მსახურება ადამიანის მიმართ, მსახურება უფლის მიმართ არის არა ეკლესიაში ყოფნა, არამედ, სახლში დარჩენა, რომ ამით გავაჩეროთ ინფექციის გავრცელება.

ინფექცია რომ ყველა ადამიანზე გადადის და არ ცნობს სასულიერო პირს, რელიგიას, ათეისტს და მორწმუნეს, ეს კარგად გამოჩნდა იქიდანაც, რომ არაერთი სასულიერო პირია დაინფიცირებული მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, TV იმედის ეთერში. კორონავირუსის შიდა გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღსრულდება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს. ეპიდემიოლოგები კი, მრევლს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიაში და სახლში ილოცონ. ისინი დაავადების გავრცელების პიკს მაისის პირველ ნახევარში, აღდგომის დღესასწაულიდან ორ კვირაში ელოდებიან. კორონავირუსით საქართველოში უკვე ორი მღვდელი დაინფიცირდა.

კომენტარები