კორონავირუსი და ეკლესია

მარგველაშვილი აღდგომაზე: მოქალაქეები ჩვენი სამოქალაქო შეგნების ამარა მიგვატოვეს

გავიგეთ, უკვე სადაც ვართ. მართლა მიტოვებულები ვართ მოქალაქეები ჩვენი სამოქალაქო შეგნების ამარა. ალბათ, ყველა უნდა შევეცადოთ, აღარც ქილიკი აღარ გვინდა, აღარც შეურაცხყოფა არ გვინდა, არც განსჯა არ გვინდა, შევეცადოთ, რომ ყველამ დავურეკოთ, აი, ავიღოთ ტელეფონი და დავურეკოთ იმ ხალხს, ვინც აპირებს ამ დღესასწაულზე წასვლას და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გარკვეულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ვითარებას, დავურეკოთ და ვთხოვოთ... 

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პალიტრანიუსის ეთერში, აღდგომის ღამესთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებაზე. კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე, კომენდანტის საათის და სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია გაიმართება. მრევლმა დისტანცია უნდა დაიცვას და კომენდანტის საათის პერიოდში ეკლესიებში დარჩეს. ხელისუფლებას "ბრძენი, გონიერი მოქალაქის" იმედი აქვს, რომელიც "ეკლესიას არჩევანის წინაშე არ დააყენებს" და პასუხისმგებლობას თავად აიღებს.

კომენტარები