სააღდგომო ეპისტოლე 2020

ილია II: მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა

მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ერთი კოვზით ეზიარებიან. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობისაგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო წირვაზე მრევლი დაუშვა.

კომენტარები