კორონავირუსი

გამყრელიძე: ეკლესიებში ნაკლები ხალხის მისვლით რისკი ოდნავ შემცირდა, მაგრამ არ განულებულა

იმით, რომ ნაკლები იყო ხალხი და ბევრად ნაკლები, ამან რისკი ოდნავ შეამცირა, მაგრამ ეს რისკი არ განულდა, საკმაოდ სერიოზული რისკი არსებობს, რომ ზრდა გვექნება, ამიტომ ეს 3-4 კვირა არ უნდა მოვეშვათ, არ უნდა შევამსუბუქოთ ღონისძიებები, რომელიც ტარდება, თუ გვინდა, ეს დუნე მატება შევინარჩუნოთ, რომელსაც ერევა ჯანდაცვის სისტემა, გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი პროცენტი გვაქვს, სახელმწიფო დროულად რეაგირებს, ამიტომ ჩვენ თუ დავიცავთ ყველა ღონიძიებას, გამოვალთ ნაკლები დაზიანებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში, სააღდგომო ლიტურგიის შესახებ.

კომენტარები