რატიანი Covid-19-ზე: სხვა ქვეყნებში იწყება ლიმფოპენიით, ჩვენს შემთხვევაში არის ეოზინოპენიით

ჩვენს პოპულაციაში, მძიმე შემთხვევები პირდაპირ კავშირშია ეოზინოფილების დეფიციტთან. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პოპულაციაშია აღწერილი და ჩვენი კლინიკის მონაცემებია, რომ ჩამოდის ეოზინოფილი ძალიან ქვევით. ლიმფოციტების ნაცვლად, ჩვენს პოპულაციაში, ჩვენს გენოტიპში და ფენოტიპში იწვევს ეოზინოფილების დეფიციტს. ხდება ნოლი. სხვა ქვეყნებში იწყება ლიმფოპენიით, ჩვენს შემთხვევაში არის ეოზინოპენიით. საერთოდ განსხვავებული მექანიზმია.

ბევრი იწერება ბეცეჟე ვაქცინაციაზე. ტუბერკულიოზი როდესაც წამოვიდა სამყაროში, მასაც ბაცილა უწოდეს, კორონავირუსსაც ბაცილა უწოდეს. მისი მსგავსია. ამასაც დიდი მოლეკულა აქვს. მისი მსგავსი მოქმედება აქვს. ჩვენი კლინიკის მასშტაბით ტუბერკულიოზით დაავადებულში კოვიდ ინფექცია არ გვინახავს...

...ევროპასა და ამერიკაში აღწერილია, რომ არის ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია გამოვლენილი, ჩვენს პოპულაციაში ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენის შემთხვევა, ჩემი კლინიკის მაგალითზე, არ გვქონია. ეს არის, როდესაც არის ფილტვში წნევა გაზრდილი. ყოველ დღე ვაკეთებთ კარდიო ექოსკოპიას და ჩვენი კლინიკის მაგალითზე ეს სინდრომი არ ვლინდება. კიდევ ერთი მაგალითია, რომ ეს ვირუსი სხვადასხვა გენოტიპში სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებას ახდენს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიმპტომებზე და მკურნალობაზე ისაუბრა.

კომენტარები