კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მომავალი 3-4 კვირა ყველა ძალიან მაღალი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ თქვენს ქცევებს

ჯერ პიკში არ ვართ. მომავალი 3-4 კვირა არის საკმაოდ რთული. შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან. ამიტომ, როგორც წესი, შემდგომი 7-8 კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის რთული.

ამიტომ, ყველა უნდა მოეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. მხედველობაში მაქვს, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა - თვითიზოლაცია, 70 წელს გადაცილებული ადამიანების არგამოსვლა სახლებიდან ანუ რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა. გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი

დააადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პირველ არხთან სატელეფონო საუბარში.

კომენტარები