კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ქუჩაში გასეირნება შეიძლება, მაგრამ ეს სიცხიან და სიმპტომიან პირებს არ ეხებათ

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიდეს გარეთ ცხელების მქონე პირი ან რაიმე სიმპტომის მქონე. ეს პრაქტიკულად მიგვიყვანს კოლაფსამდე. გასაგებია, რომ ჰაერი ყველას სჭირდება, გასეირნება შეიძლება, მაგრამ უნდა გავისეირნოთ იქ, სადაც არ არის სხვა და უნდა ვიყოთ აბსოლუტურად დისტანცირებულები. ეზოში ჩასვლა, ქუჩაში გამოსვლა შეიძლება, რა თქმა უნდა, ჟანგბადი ყველას გვჭირდება, მაგრამ ეს არ ეხება სიცხიან და სიმპტომიან პირებს. ცხელების მქონე პირებმა უნდა მიმართონ აუცილებლად შესაბამის დაწესებულებებს და უნდა მოხდეს მათი გამოკვლევა... ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ სხვებისგან დისტანცია. აუცილებლად

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები