პლაქვენილი

ცერცვაძე პლაქვენილზე: შეესაბამება ჩერჩილის ნათქვამს - საშინელია, მაგრამ უკეთესი არ არსებობს

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა - დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ეს ძალიან კარგად შეესაბამება პლაქვენილს. კარგად ვიცით, რომ კოვიდ19-ის ეფექტურად სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, არ არის დამტკიცებული და მიმდინარეობს ძიება მთელ მსოფლოოში, 16-17 მედიკამენტს ცდიან და მათ შორის, ყველაზე იმედისმომცემია რემდესივირი, მაგრამ ის კვლევებშია და არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ჯერ ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე, პლაქვენილი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, ქართული პროტოკოლით პლაქვენილს არ იყენებენ მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებში.

კომენტარები