კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ცხოვრების ჩვეულ წესს დავუბრუნდეთ

კოვიდ 19-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევაზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. უნდა შევეგუოთ ამას. მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობებისგან მოგვიწევს საკმაო ხნით გადაჩვევა. მესმის, ეს არის ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს.

რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას. ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით ძალიან მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით, ჰო? ამ რეჟიმში ვერ დარჩება დიდხანს ქვეყანა, რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო გაიხსნას, შეზღუდვები ნაკლები იყოს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენად ვისწავლით კოვიდ 19-თან ცხოვრებას. 

ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ... ალბათ... 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის, უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები