ახალი კორონავირუსი საქართველოში

სამადაშვილი: ვნახეთ ივანიშვილების გამამხნევებელი ჰაკა, საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება

გაოცებული ვარ როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს, რადგან მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება პასუხებს ძალიან ბევრ შეკითხვაზე.

ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერმინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, რომლებსაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა. მეტიც, ვადგენთ, რომ დღეს ამ დარბაზში შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს.

გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება.

ჩემთვის გაუგებარია, როდესაც საზოგადოება ელოდება შეკითხვებზე პასუხს, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსახვავებული წესით, იმისთვის, რომ პარლამენტში, სადაც ხალხის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ჩვენ მოვისმინოთ შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები