ივანიშვილების ვიდეო TikTok-ზე

კილაძე TikTok-ზე ივანიშვილის ვიდეოზე: ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, ბევრი ადამიანი გახალისდა

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი. ამიტომ გყავთ მუდმივად ამოღებული მიზანში. ამიტომ არის, რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ გუშინ, რითაც ბევრი ადამიანი გახალისდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ [ოპოზიციამ], რა თქმა უნდა, გამოიყენეთ ლანძღვის კორიანტელისთვის.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე, პარლამენტის პლენარულ სესიაზე TikTok-ზე ბერა და ბიძინა ივანიშვილების ვიდეოზე საუბრისას.

კომენტარები