ახალი კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: დიახ, უნდა გაისეირნოთ, გახსოვდეთ, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია

გაჩნდა რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც მიუთითებენ, რომ თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით აქცენტირებული იყო სხვადასხვა ტიპის გარე აქტივობები - ქუჩაში სირბილი, ველოსიპედით გადაადგილება და სხვა. იყო მოსაზრებები, რომ სირბილის ან ველოსიპედით გადაადგილების დროს შეიძლება დისტანცია ჩვეულბრივ 2 მეტრზე მეტი იყოს საჭირო.

თუმცა, ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმისა, რომ გარეთ სეირნობას ან ჰაერზე ყოფნას ზარალი მოუტანია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარიყოს კოვიდის გავრცელების ინტენსიური წყარო, მე არსად წამიკითხავს.ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ღია სივრცეებში რისკი არის შემცირებული, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი. რაც მეტი იქნება დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ ჩათვალოთ თავი.

გარეთ გასვლის გარეშე ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ, ეს აუცილებელი და საჭიროც არის მათი ჯანმრთელობისთვის. დიახ, უნდა გაისეირნოთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ დისტანციებული სხვა ადამიანებისგან. ვისეირნოთ ორ-ორად და სამ-სამად, ჯგუფურად - არა.

თქვა NCDC-ის გადამდები ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხაზაშვილმა კორონავირუსის პირობებში გარეთ აქტივობების შესახებ.

კომენტარები