კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მანქანების შეზღუდვის გაგრძელებას მხარს არ ვუჭერ, ბევრს საქმისთვის სჭირდება

მე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ. რაც შეეხება მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ. ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმისთვის სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. ყველაფერი ამის კეთება სპეციალური საშვებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით ძნელია. ვფიქრობ, რომ ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლებელი გახდება მანქანების მოძრაობის აღდგენა, იმ პირობით, რომ ცოტა ვისწავლეთ, თუ როგორ მოვიქცეთ. დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები როცა მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს გამოიჩენენ. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა, ხოლო მანქანებით გადაადგილება 27 აპრილის ჩათვლით, შეზღუდულია.

კომენტარები