კორონავირუსი საქართველოში

გახარია: დილაობით პირადად ვამოწმებინებდი 5-7 მანქანის ნომერს, ყველას საშვი ჰქონდა

ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა, მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა. პირადად მე, სამსახურში რომ მოვდიოდი, ყოველ დილით 5-6-7 მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი, ყველას ჰქონდა საშვი - დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები... სპეციალურად ამოვიღე, ყველაზე დიდი რაოდენობის საშვები გაქვთ მედიას, ასობით კი არა, ათასობით და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედიამ და სინამდვილეში პოლიტიკოსმა მერე ეს გამოიყენა ლაივების დასადებად და ადამიანების გასაღიზიანებლად

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, იმ დროს, როცა მედიას არ აქვს საშუალება, დაემატებინა საშვები, დამატებითი შეზღუდვების შემდეგ საეკლესიო პირებს მისცეს თუ არა საშვები.

კომენტარები