ცერცვაძე: ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი პლაქვენილზე, უკეთესი წამალი როცა იქნება, შევცვლით

თუ ჩვენ ავწონ-დავწონით ნეგატიურს და პოზიტიურს, ჩვენ ჯერჯერობით მაინც მივყვებით FDA-ს და არა სხვა კვლევებს. ჯერჯერობით, თორემ ჩვენ ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი პლაქვენილზე, როგორც კი დაიდება რამე მტკიცებულება, სხვა უკეთესი მედიკამენტი, მეორე დღესვე შევცვლით, მაგრამ ჯერ ასეთი ვერ დაიდო. ჩერჩილმა თქვა - დემოკრატია ქვეყნის მართვის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. პლაქვენილი შეიძლება კარგი არ არის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ჩვენმა ოპონენტებმა რომ გაგვაკრიტიკეს, ვერაფერი უკეთესი ვერ შემოგვთავაზეს, კრიტიკა იოლია, მაგრამ მოდი, შემოგვთავაზე, მაშინ რა ვქნათ? რომ ამბობთ, არ შეიცვლებაო? რითი შევცვალოთ? უკეთესი არ გვაქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფორმულასთან ინტერვიუში კვლავ ხაზგასმით ამბობს, რომ პლაქვენილს მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე პაციენტებთან იყენებენ.

კომენტარები