კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ბოდიში, ვისაც იმედები გავუცრუეთ, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ გვაქვს

ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა პაციენტებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდა პნევმონიიან ავადმყოფებს. კარგი, ზოგიერთმა არ იცის ეს, მაგრამ ვინც იცის, იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს...

ჩვენ რამდენიმე თვე გვქონდა ქვეყანაში ზედამხედველობის მეთოდი, რომელიც მუდმივად ტარდება ტარდება ქვეყანაში გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის და რომელიც იტესტება ზამთრიდან მოყოლებული 22 სხვადასხვა ვირუსზე, მათ შორის, გრიპის ვირუსზე, პლუს, კორონავირუსები. არც ერთ ამ ადგილას კორონავირუსი არ გამოჩენილა.

ამას ემატება სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, მძიმე მწვავე რესპირაციულ სინდრომებს ქვეყანაში ანუ არც ერთი მაჩვენებლით, დღეს ჩვენ ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს. 

კიდევ ერთხელ - ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუეთ და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ჯერჯერობით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, FB LIVE-ში, ტესტების ხარისხსა და მასობრივ ტესტირებაზე.

კომენტარები