კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ეზუგბაიაზე: კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა

მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონი მარინა ეზუგბაიასადმი, რომელიც არის ერთერთი საუკეთესო ექიმი-ინფექციონისტი ქვეყანაში და წინა ხაზზეა დღეს კოვიდთან ბრძოლის. ნუ, კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა, აქედან გამომდინარე, მე მარინას გამონათქვამების კომენტირებას არ ვაპირებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე FB LIVE-ში. 25 აპრილს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, თქვა, რომ 24 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით ტესტი ჩატარდა და ერთ დღეში 25 დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ "შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება".

კომენტარები