კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: 6 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მათგან 3-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ჩვენ კლინიკაში ამჟამად 115 პაციენტი წევს, აქედან 85 არის კორონავირუსით ინფიცირებული. დილით უმძიმესი პაციენტი გარდაიცვალა... ამჟამად 6 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მათგან სამის მდგომარეობა უკიდურესია. ასეთი მძიმე პაციენტები წევს ყველა, მაგრამ ესენი განსაკუთრებით. დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკებში და მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. 

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე, ტვ.პირველის ეთერში.

კომენტარები