კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: წესით, პიკში ვართ, ბოდიში თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და არ გვაქვს ათასობით შემთხვევა

არის თუ არა პიკი? - მე მგონი, საკმაო ხანია, ვამბობთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook Live-ში.

კომენტარები