კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: პიკში შევდივართ და პაციენტების რაოდენობაც გაიზარდა

ჯერჯერობით ვყოფნით პაციენტებს. ჩვენ და სხვა კლინიკებიც, ყველანი ჩართულები ვართ. მგონი კიდევ ახალი კლინიკების ჩართვაზეც არის საუბარი იმიტომ, რომ პიკში შევდივართ. ვფიქრობდი, რომ თვის ბოლოსკენ, მაისის პირველ რიცხვებში პიკი იქნებოდა და მგონი შევდივართ ამ პიკში. 29 პაციენტი იყო გუშინ, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის იმიტომ, რომ წინა დღეებში 5-10 პაციენტი იყო და ცოტა გახარებულები ვიყავით, მაგრამ მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობაც.

ჯერჯერობით ამას ვუმკლავდებით და თუკი ვეღარ იქნება საკმარისი საწოლები, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მარტო დადასტურებული კორონავირუსი აქვთ და მეტი არავითარი სიმპტომი, თვითიზოლაციაში ყოფნა აბსოლუტურად შესაძლებელია.  

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე, ტვ.პირველის ეთერში.

კომენტარები