კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი იოანე პრემიერზე: ფაქტი ჯიუტია - ამ კოვზით არავინ დასნებოვნებულა, ხო?

ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, მე პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, რას რატომ ამბობს, პრემიერმა თვითონ იცის ეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ამ კოვზით არავინ დასნებოვნებულა, ხო?

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს პრემიერმინისტრის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ "რა თქმა უნდა, კოვზი არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი". მიუხედავად იმისა, რომ ერთი კოვზით ზიარება ახალი კორონავირუსის გავრცელებისთვის დიდ საფრთხეს ქმნის, საქართველოს საპატრიარქო არცკი განიხილავს მის შეცვლას. მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა ნაწილობრივ ან სრულად შეცვალა ღვთისმსახურებაზე დასწრების, მათ შორის ზიარების წესი.

კომენტარები