7 ნოემბრის მოვლენები

მერაბიშვილი იმედში შესვლაზე: კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება. ძალიან ადვილია ახლა ჩემთვის თქმა, რომ ეს არ იყო საჭირო. როცა გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა არამარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში - ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გადადგა და დანიშნა რიგგრაშე არჩევნები.

აქ მარტო მიიხეილ სააკაშვილი კი არა, მთელი მთავრობა გადადგა, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, თავისუფალ მედიას, სჭირდება მოფრთხილება ძალიან.

თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. სამწუხაროდ, ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა იმედი და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა.

შინაგან საქმეთა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მთავარი არხის ეთერში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა.

კომენტარები