კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე COVID-19-ით ექიმების ინფიცირებაზე: უმრავლესობა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე

უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ექიმებს უტარდებათ ტრენინგები პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებაზე. ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს და ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოწვია მათი დაინფიცირება. 

ამ ეტაპზე, არ ვადასტურებ, რომ ექიმების დეფიციტი დგას. გამომდინარე იქიდან, რომ გაგვაჩნია რესურსი სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ არ შეიქმნება

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირებაზე საუბრისას.

კომენტარები