სახელისუფლო გუნდმა ფილიგრანულად, როგორც იუველირმა, ისე მართა სააღდგომო პროცესი.
ეს შეიძლება, უკვე ბევრ ადამიანს აქვს შეფასებული, მაგრამ დრო რომ გავა, ეს უფრო საგრძნობი გახდება - ჩვენ შევძელით, ამ უკიდურესი საფრთხის პირობებში არ შევხებოდით იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებს, როგორიც არის ეკლესია, მეჩეთი და კარები არ დავკეტეთ, იმიტომ, რომ ეს ის ადგილებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დროშიც კი, ამა თუ იმ ფორმით, მაინც ღია რჩებოდა
მაგრამ სხვა მეთოდებით, უფრო რთული გზით, მაგრამ ყველაფერი გონივრული რთულია ხოლმე, ეკლესიასთან თანამშრომლობით, ჩვენ, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც შევძელით, ვაჩვენეთ ის სახე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება