შეზღუდვები ქვეყანაში

ბოკერია: საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში ეკონომიკის გახსნა აბსოლუტურად შესაძლებელია

საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადა რომ მოვიდა, გეგმაც კი არ უთხრა მთავრობამ საკუთარ პარლამენტს, 2 დღეში გეტყვითო და ბრმად მიაცემინეს ხმა, რა თქმა უნდა ამას ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ.

ეს არ ნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იურიდიულად აუცილებელია იმ ცვლილებებისთვის, რაც დღეს ევროპულმა საქართველომ მთავრობას შევთავაზეთ. საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში ეკონომიკის გახსნა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ბევრ ქვეყანაში, სადაც გახსნეს ეკონომიკა, საგანგებო რეჟიმია ჩართული, იმიტომ, რომ გარკვეულ შეზღუდვებს სჭირდება საგანგებო რეჟიმი. მაგალითად შეკრების შეზღუდვას - 50 კაზე მეტს...

ხვალ რომ თქვან, საგაგებო მდგომარეობის შენარჩუნება გვინდა და საგანგებო მდგომარეობა გვჭირდება მარტო იმისთვის, რომ ქვეყანაში შემომსვლელი დავავლდებულოთ ტესტირება ჩაიტაროს, ან კარანტინში გადავიდეს, რაც ნორმალურ ვითარებაში არ შეიძლება ადამიანი დაავალდებულო, თუ არ გაქვს მტკიცებულება, რომ ავადაა, თუმცა ახლა ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ყველას ვთხოვოთ ეს - ასეთი რაღაცეებისთვის თუ გვჭირდება საგანგებო რეჟიმი - ლეგიტიმურია.

ყველაფერი დანარჩენი არაა არც ლეგიტიმური, არც გონივრული - საზიანოა ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში ეპიდემიის თვალსაზრისითაც საზიანოა, რადგან სადაც ეკონომიკა ჩამოიქცევა, იქ სიკვდილიანობა იზრდება.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები