კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ - იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას ახლავს თან, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე. 

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა ზოგადად და მათ შორის ტურიზმისთვის. პრემიერმინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე და მეტ დეტალს მომავალ კვირას საზოგადოებას წარვუდგენთ.

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი. ახალი კორონავირუსის გამო საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენები 23 თებერვალს შეაჩერა.

კომენტარები