ტურიზმი

გახარია: ტურიზმის აღდგენის სტრატეგიული გეგმა დამუშავებულია და უახლოეს დღეებში განვიხილავთ

სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დამუშავებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას და ასევე, წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ფერმერების მხარდაჭერის ეფექტური გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ფერმერობის მხარდაჭერა ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები