ბასილ კობახიძე

კობახიძე: ივანიშვილის დეპუტატები მწერენ, ვიცით, რატომაც ყვირი, თავის რეაქტუალიზაცია გინდაო

ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდა დეპუტატები მწერენ, ვიცით, რატომაც ყვირი, საკუთარი თავის რეაქტუალიზაცია გინდაო. ხედავ, როგორი ტერმინიც სცოდნიათ?! რეო და აქტუალიზაციაო.

გამახსენდა, ახალი მისული ვიყავი ეკლესიაში და ჯერ მღვდლებმა მკითხეს, რა გინდა შენო, ვერ გაგვიგიაო. მერე ქალბატონმა შორენამ [თეთრუაშვილი], ნეტავი შენ რა გინდა, ადამიანოო. მერე პატრიარქმა და, აი, შენ რა გინდაო. მეც დავფიქრდი, მართლაც რა მინდა-მეთქი და ვუპასუხე, არაფერი, თქვენო უწმინდესობავ-მეთქი. მერე მეორედ მკითხა ეს, მაშინ უკვე ვიცოდი პასუხი და ისევ არაფერი-მეთქი. ვისაც არაფერი უნდა, საეჭვო ხალხიაო, პატრიარქმა მითხრა. ასე ვარ საეჭვო დღემდე, აგერ ბიძინას დეპუტატებმაც, რეო და აქტუალიზაციაო

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე

კომენტარები