კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე იაკობი: სხვებს თუ ლეიბზე წამოწოლილს გვაჩვენებდნენ, ილია II ქრისტეს ლაშქარს მიუძღოდა

რომ იძახიან, 70 წლის ადამიანი გარეთ არ გამოვიდეს. ვინ გადაუწყვიტა ამ ადამიანს? რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ის ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ყველაფერი. 

87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოარჩია. სხვებს თუ, მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, ხალხის გარეშე, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და მიუძღვებოდა ქრისტეს ლაშქარს - თქვენ ხართ ქრისტეს ლაშქარი.

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

კომენტარები